www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / განცხადების ვადა: 11 ივლისი

"ბეთლაივი" არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

"ბეთლაივი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00);
** ანაზღაურება: 700-1000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტები

** ბონუსი
** კორპორატიული დაზღვევა
** უფასო კვება
** უფასო პარკინგი
** პროფესიული ზრდა/განვითარება.

ძირითადი მოვალეობები

** პროდუქტის მიღება, დასახელების და რაოდენობის აღრიცხვა, გამოგზავნილი ინვოსის საფუძველზე;
** ნაშთების კონტროლი;
** არსებული ინვენტარის პერიოდული გადამოწმება -კოდების და რაოდენობის მიხედვით;
** სასაწყობე მარაგების აღიცხვის და პროდუქტის ჩამოწერის პროცესის უზრუნველყოფა;
** ნაშთების შემცირების შემთხვევაში შესაბამისი კადრის ინფორმირება ახალი შეკვეთის აუცილებლობასთან დაკავშირებით;
** ინვენტარიზაციის პროცესის განხორციელება და კონტროლი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალიზის და რეპორტინგის უნარი;
** ორგანიზების და დეტალებზე კონცენტრირების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის მენეჯერი".

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |