www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატორი/მემონტაჟე
მომწოდებელი: სდასუ
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / განცხადების ვადა: 11 ივლისი

"საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას: ოპერატორი/მემონტაჟე

მდებარეობა: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.25
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ) თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო სივრცის 28-წლიანი ისტორიის მქონე, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამცველი სუბიექტია, რომელიც ორიენტირებულია ინტელექტუალური რესურსები მიმართოს ქვეყნის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისა და წარმატებული განვითარებისათვის.

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას, მის მფლობელობაში არსებული ტელევიზიის "სდასუ TV"-ის ოპერატორი/მემონტაჟის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:

** შესაბამისი ტექნიკური განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება

უნარები:

** ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ნოვატორული, კრიტიკული და კრეატიული აზროვნება
** დროის მართვის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

ძირითადი მოვალეობები:

** ვიდეო სიუჟეტის გადაღება
** ვიდეო მონტაჟი
** სხვა ვიდეო მასალების დამუშავება და მომზადება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@sdasu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ოპერატორი/მემონტაჟე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |