www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის სპეციალისტი
მომწოდებელი: პეპელა
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / განცხადების ვადა: 2 ივლისი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის სპეციალისტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალური მედიის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება კომპანიის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობაში;
** კითხვებზე წერილობითი პასუხების ოპერატიულად გაცემა; ეფექტური და დროული კომუნიკაცია თითოეულ მომხმარებელთან;
** ფეისბუქ გვერდებზე მიმდინარე სარეკლამო კამპანიების მართვა/მონიტორინგი; კომპანიის ღონისძიებების მართვა;
** კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის ატვირთვა, ასევე სხვა აუცილებელი კონტენტის შევსება ვებ-გვერდზე (ფოტოები, ანოტაციები, აღწერილობა);
** Facebook კონტენტისთვის ვიდეო და ფოტო გადაღებებში მონაწილეობა, გადაღებების დაგეგმვა საჭიროების შესაბამისად.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Adobe Photoshop-ის საბაზისო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზების უნარი;
** გუნდში მუშობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშობის უნარი;
** სამუშაოს პრიორიტეტებად დანაწილების უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

სამუშაო განაკვეთი : ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00 სთ
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ. 49

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@pepela.ge 2019 წლის 2 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |