www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების სისტემების ტექნიკოსი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი "გორგია" და "გორგია" პრემიუმი. ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ: პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "გორგია" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სისტემების ტექნიკოსის პოზიციაზე, ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტებზე არსებული ვიდეო კამერებისა და სიგნალიზიაციის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** ვიდეო კამერებისა და სიგნალიზაციის წერტილების დამონტაჟება
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ საქმესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** სასურველია IP და AHD ვიდეოკამერების, NVR/DVR ჩამწერების, სიგნალიზაციის, მონტაჟისa და მოსახურების მაღალ დონეზე ცოდნა.დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 24 ივნისის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: office@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |