www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: Kärcher
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / განცხადების ვადა: 11 ივლისი

"კერხერ-კავკასია" წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, "Alfred Karcher SE & Co.KG"ს ოფიციალურ წარმომადგენლობას კავკასიის რეგიონში, რომლის ოფისიც მდებარეობს საქართველოში, თბილისში და ზედამხედველობას უწევს კერხერის ოფიციალურ დილერებს საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

"კერხერ-კავკასიის" გუნდი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ბათუმი;
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი

გაყიდვების სპეციალისტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და მონაცემთა ბაზის შექმნა-განვითარება;
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** კლიენტის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და სერვისების დეტალური შესწავლა და პოტენციური კლიენტებისთვის გაცნობა;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის აქტივობების ორგანიზება;
** დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი - პროდუქციის შევსება, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შესახებ მენეჯერის ინფორმირება;
** კომპანიის კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
** პირდაპირი გაყიდვების წარმოება პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრებისა და პრეზენტაციების საშუალებით;
** ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება (ხელშეკრულება, კომერციული წინადადება, პრეზენტაცია, ტენდერი, აუქციონი...);
** ინდივიდუალური წინადადებების მომზადება კომპანიებისთვის;
** გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება არსებულ პერსპექტიულ კლიენტებთან;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია 1C პროგრამის ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭებათ გამოცდილ კანდიდატებს.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დადგენილ ვადებსა და სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV მისამართზე: Tatia.Machitidze@ge.kaercher.com და გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |