www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანესთეზიის მედდა
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

"სს ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს ვაკანსიას ანესთეზიის მედდის პოზიციაზე თბილისში.

"სს ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი (ლუბლიანას 21)
სამუშაო გრაფიკი: სრული- კვირაში 5 დღე, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე

ძირითადი მოვალეობები:

** ანესთეზიის პროცედურისათვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება;
** ანესთეზიოლოგის ასისტირება პროცესის განმავლობაში;
** პაციენტის საციცოცხლო მანიშნებლებზე დაკვირვება, მონიტორინგი და შესაბამის სიტუაციაში დროული რეაგირება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება.
** საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა მედდის დიპლომი ან სამკურნალო საქმის სპეციალობაზე IV-V-VI კურსელი სტუდენტის ცნობა (შესაბამის კურსზე სწავლის დამადასტურებელი);
** სასურველია 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანესთეზიის მედდის პოზიციაზე;
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 ივნისი, 2019.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/anesteziis-medda/237

"სს ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სს ევექსის ჰოსპიტლებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ევექსის ჰოსპიტლების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |