www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Chirifruit
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / განცხადების ვადა: 11 ივლისი

კომპანია "ჩირიფრუტი" უკვე მეხუთე წელია სთავაზობს მომხმარებელს ქართული ხილისგან დამზადებულ ნაწარმს - ჩირს, ტყლაპს, ცუკატებს და ჩირისგან დამზადებულ შოკოლადიან ნუგბარს. კომპანია მზარდია და მასში უკვე დასაქმებულია 30-მდე ადამიანი. უმრავლესობას შეადგენენ ქალბატონები. ჩირიფრუტელების გუნდი ეძებს ყველას ვისაც უყვარს ჩირი და შოკოლადი.

ამჟამად კომპანია იწვევს 21-35 წლის გოგონებს ან ვაჟებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში, ბლექსი მოლში (მის: ტბელ აბუსერიძის 22)

აუცილებელი უნარები:

** კომუნიკაბელური
** კეთილსინდისიერი
** პუნქტუალური
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საშუალო დონეზე.

სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე 10:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე. კვირაში ერთი დღე დასვენება.
ყოველთვიური ანაზღაურება 700 ლარი.

სურვილის შემთხვევაში გამოგზავნეთ CV ფოტოსურათით - chirifruit@yahoo.com (სათაურში მიუთითეთ ვაკანსია).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე 597589898 - სოფო



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |