www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კვების ობიექტის მენეჯერი
მომწოდებელი: მასტერ ფუდი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / განცხადების ვადა: 11 ივლისი

შპს "მასტერ ფუდი" წარმოადგენს სწრაფი კვების ობიექტების ქსელს, რომელიც ბაზარზე "Shaurma Club"-ის სახელით არის ცნობილი. თბილისის მასშტაბით წარმოდგენილია ხუთი ასეთი ობიექტი - გლდანი (ვეკუას ქ. 14), გლდანი (ქერჩის და ვასაძის კვეთა), ვარკეთილი (ჯავახეთის ქ. 2), საბურთალო (ჭაბუკიანის ქ. 6ა) და თამარ მეფის გამზ. 13.

შპს "მასტერ ფუდი" აცხადებს კვების ობიექტის მენეჯერის ვაკანსიას.

სამუშაო საათები: ერთი კვირა 09:30-18:00. ერთი კვირა 18:00-03:00.
კვირაში ერთი დღე დასვენება.
ღამე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** პერსონალის მართვა;
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** ყოველდღიური რეპორტების მომზადება;
** მარაგების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: hr.shaurmaclub@gmail.com გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |