www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მორიგე ოპერატორების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: სტერეო+
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / განცხადების ვადა: 23 ივნისი

შპს "სტერეო+" (ბრენდული სახელწოდებით "stereoplus") აცხადებს მორიგე ოპერატორების ხელმძღვანელის ვაკანსიას.

შპს "სტერეო+" საქმიანობს მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში. კომპანია არის ერთად-ერთი ეროვნული კერძო მულტიპლექს-ოპერატორი საქართველოში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას აწვდის სამაუწყებლო სიგნალს ციფრულ რეჟიმში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელევიზიო არხების მონიტორინგი.
** შემოსული შეტყობინების შესაბამის სამსახურთან გადამისამართება.
** გადამცემი პუნქტების მეთვალყურეობა და კომუნიკაცია.
** მონაცემების შეგროვება და ანალიტიკა.

უცხო ენების ცოდნა:

** რუსული (კარგად)
** ინგლისური (კარგად).

მოთხოვნა: საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** გამართულად მეტყველების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

სამუშაო განაკვეთი: ყოველ დღე შაბათის ჩათვლით. ფორს-მაჟორის შემთხვევაში 24 საათიანი გრაფიკი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ ავტობიოგრაფია (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: hr@stereoplus.ge 2019 წლის 23 ივნისამდე. სათაურის ველში აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |