www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: BergHOFF
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / განცხადების ვადა: 12 ივლისი

ბელგიური ბრენდი "BergHOFF"-ის საქართველოს წარმომადგენლობა, Axis Towers-ის სავაჭრო ცენტრში, ახალი მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, აცხადებს ვაკანსიას 25-დან 35 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე!

ბრენდისა და მისი ნაწარმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://berghoffworldwide.com/bgh_en_int/?___from_store=bgh_en_int ან http://www.fb.com/berghoffgeo

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩის კვეთაზე.
სამუშაო გრაფიკი: 7 სამუშაო დღე - 7 დასვენების დღე;
სამუშაო საათები: 10:00-22:00
ხელფასი: ფიქსირებულ ანაზღაურებას დაემატება გაყიდვებიდან პროცენტი.

ძირითადი მოვალეობები:

** თითოეული პროდუქტის მახასიათებლებისა და ბრენდის ასორტიმენტის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად ცოდნა;
** სალაროს მართვა (გაყიდვებთან დაკავშირებული საქმის წარმოება);
** მომხმარებლის კონსულტირება და გადაწყვეტილების მიღებაში დახმარების აღმოჩენა;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ეტიკეტის ცოდნა და მომსახურების სტანდარტების სრული დაცვა;
** დახლზე პროდუქციის განთავსება/წარმოჩენა და რეალიზაცია;
** პროდუქციის მიღება-დალაგება.
** მაღაზიაში სისუფთავის დაცვა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია უცხო ენების ფლობა (ინგლისური, რუსული);
** კარგი არითმეტიკული უნარები;
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, გამართული მეტყველებისა და მოსმენის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრეზენტაბელური, ენერგიული, კეთილგანწყობილი, ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: berghoff.hr@gmail.com, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |