www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივნისი

სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე) აცხადებს კონკურსს ვაკანსიაზე: პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სამსახურის სპეციალისტი

სამუშაოს აღწერა: სსე-ში ახალი და არსებული პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება.

მოთხოვნები კანდიდატისადმი:

** პროგრამული უზრუნველყოფების ტექნიკური და ლოგიკური ტესტირება.
** გამოვლენილი ხარვეზების აღწერა დოკუმენტირება.
** ტესტირების დასრულების შემდეგ რეპორტის შედგენა.
** მომხმარებლის სახელმძღვანელოების შექმნა.
** კომპანიაში არსებული პროგრამების ტესტირება და ხარვეზების გამოვლენა.

კვალიფიკაცია, გამოცდილება:

** საშუალო განათლება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** ტექნიკური ინგლისური ენის ცოდნა.
** PHP, MySQL, Bootstrap, CSS3, HTML5 ტექნიკური უნარების ცოდნა.
** Laravel framework-ის ცოდნა.
** Linux ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
** უპირატესობად ჩაითვლება: უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფების ტესტირებაში და Unit ტესტებთან მუშაობისას.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
საკონკურსო პირობები: გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2019 წლის 20 ივნისამდე გამოაგზავნოთ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV-(ფოტოსურათით)) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ.ბარათაშვილის ქ. #2.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |