www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ვაკო მოტორსი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

"ვაკო მოტორსი" 2009 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში. კომპანია "DAF"-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და 50-მდე პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს სთავაზობს თავის მომხამარებელს.

კომპანია სამი მიმართულებით ავითარებს თავის ბიზნესს:

** სატვირთო ავტონაწილები და სერვისი;
** "შევრონის" საავტომობილო ზეთები;
** სატვირთო ავტომანქანები.

დასაქმებულებს ვთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს ქალაქგარეთ - წიწამურში;
** ტრანსპორტირებას სამუშაო ადგილამდე და უკან ქალაქში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ტრენინგებს საქართველოში და საზღვარგარეთ;
** მეგობრულ, პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას.

"ვაკო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

პოზიციისთვის საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის განხრით;
** მარკეტინგის სპეციალისტად მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
** საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვის და პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული, მიზანდასახული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალი დონის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კრეატიული.

სამუშაო აღწერილობა:

** კომპანიის წლიური მარკეტინგული გეგმის შედგენა და განხორციელების უზრუნველყოფა;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა;
** სარეკლამო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** კომპანიის სოციალური გვერდის ადმინისტრირება, კონტენტის განვითარება;
** გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** არსებული კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი;
** ბაზარზე არსებული სიახლეების მოძიება და გაცნობა;
** ვებ-გვერდის კონტენტის შემუშავება და მართვა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: office@vakomotors.com.ge 25 ივნისის ჩათვლით. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია - "მარკეტინგის მენეჯერი".

გაცნობებთ, რომ შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს - გასაუბრება, პრეზენტაციის მომზადება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან ვინც აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |