www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: BI ანალიტიკოსი / ბიზნეს კონსულტანტი
მომწოდებელი: არესემ საქართველო სოლუშენსი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

"არესემ საქართველო სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას BI ანალიტიკოსისა და ბიზნეს კონსულტანტის პოზიციაზე

კვალიფიკაცია: შეგირდი (სტაჟიორი)

"არესემ საქართველო სოლუშენსი" ("არესემ საქართველოს" შვილობილი კომპანია) მსოფლიოში რიგით მეექვსე საერთაშორისო აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ფირმების წევრია. ასევე, ის ახორციელებს მსოფლიო დონის პროგრამული უზრუნველყოფის კონსალტინგსა და იმპლემენტაციას დამკვეთ ორგანიზაციებში. კომპანია არის მსოფლიოს უმსხვილესი პროგრამული უზრუნველყოფის SAP-ის ვერცხლის პარტნიორი და წარმატებით ახორციელებს გადაწყვეტილება SAP Business One-ის იმპლემენტაციას. RSM-ს მიღებული აქვს SAP-ის სწრაფი სტარტის ნომინაცია და ასევე, წინა წლების შედეგების საფუძველზე დაიმსახურა ჯილდო "ყველაზე მეტი ახალი კლიენტი" რეგიონში. წლიდან წლამდე, კომპანია ფართოვდება როგორც დამკვეთების, ასევე პარტნიორების და თანამშრომლების მხრივ და დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე იძებს ინდუსტრიულ ექპერტიზას.

"არესემ საქართველო სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას BI ანალიტიკოსისა და Retail მიმართულების ბიზნეს კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანია უზრუნველყოფს შეგირდის მომზადებას გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.

პოზიციის მოვალეობები:

(კვალიფიკაციის ეტაპობრივი ამაღლების პარალელურად)

** მონაწილეობა ბიზნეს ამოცანის შესწავლის, ანალიზისა და გადაწყვეტილების დიზაინის შემუშავების პროცესში
** პროგრამული უზრუნველყოფის იმპლემენტაციის პროცესში მონაწილეობა
** საცალო ვაჭრობის გადაწყვეტილების განვითარებასა და დახვეწაზე ზრუნვა
** Power BI-ში რეპორტების შემუშავება და პროცესის ავტომატიზაცია
** გადაწყვეტილების გრძელვადიანი მხარდაჭერის გაწევაში მონაწილეობა

განათლება

** სფერო: ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ან ბაკალავრი
** ენები: ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** MS Office-ის ფლობა (ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა)
** საბუღალტრო ან/და ERP სისტემების უნარ-ჩვევების ქონა განიხილება უპირატესობად
** პროგრამული უზრუნველყოფის, ბიზნეს ანალიტიკოსის და ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პროაქტიული
** საკითხების სწრაფად იდენტიფიკაციის და პრიორიტეტიზაციის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი

ჩვენ გთავაზობთz:

** მუდმივი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** საინტერესო და მრავალმხრივ პროექტებზე მუშაობის გამოცდილების შესაძლებლობას
** კვალიფიციურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00). სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალურ მოქნილ გრაფიკზე შეთანხმება

შეგირდი BI ანალიტიკოსისა და ბიზნეს კონსულტანტის სამუშაო პერიოდი კვალიფიკაციის ამაღლებამდე 2-3 თვე.

ანაზღაურება შეთანმხებით, კვალიფიკაციის შესაბამისად.

შერჩევის ეტაპები:

1. გასაუბრება
2. პრეზენტაციის წარდგენა

აპლიკაციის მიღება და CV/რეზიუმეს გამოგზავნა ხორციელდება მხოლოდ ვებ-გვერდზე ონლაინ შევსება/ატვირთვის გზით.

მიღებული აპლიკაციების პირველადი დამუშავება ხდება ავტომატიზირებული მეთოდით, ვაკანსიით გათვალისწინებული მოთხოვნების არ შევსების შემთხვევაში, აპლიკაცია ავტომატურად იბლოკება განხილვისთვის. აუცილებელი მოთხოვნების გარდა სათანადო წესით სრულად შევსებული ინფორმაციული აპლიკაცია განიხილება უპირატესობად.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |