www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / განცხადების ვადა: 12 ივლისი

კომპანია "IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნიკური საკითხების კურირება;
** დოკუმენტაციის მართვა;
** ინგლისურად და ქართულად კომუნიკაციის წარმოება კომპანიის არსებულ კლიენტებთან
** კლიენტისგან ხელშეკრულების მოსამზადებლად საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვა
** ინგლისურენოვანი ოფიციალური წერილების მომზადება
** კლიენტთან გასაგზავნი სადაზღვევო დოკუმენტაციის მოწესრიგება და გაგზავნის უზრუნველყოფა
** პრეზენტაციების ჩატარების უნარი
** კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება
** საბანკო პროდუქტების განვითარება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** სრული უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office, PowerPoint) ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სამუშაო გამოცდილება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე და საპრეზენტაციო კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** კომპეტენტურობა
** აქტიურობა
** ენერგიულობა
** კომუნიკაბელურობა
** პრეზენტაბელურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: maisuradze@igg.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება (კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი).

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 12 ივლისი, 2019 წ.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |