www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება - კომუნიკაცია და ფონდების მოძიება
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / განცხადების ვადა: 23 ივნისი

საქართველოს "კარიტასი" აცხადებს სტაჟირებას კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების დეპარტამენტში.

პოზიციის დასახელება: სტაჟიორი
ანგარიშვალდებულია: კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების მენეჯერი
სამუშაო განაკვეთი: 70% მოქნილი
ხანგრძლივობა: 4-6 თვე

მთავარი მიზანი:

კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების მენეჯერის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის გარე კომუნიკაციის სტრატეგიის განხორციელებაში.

სამუშაო პირობები:

** სტაჟიორი იმუშავებს საქველმოქმედო ფონდი "საქართველოს კარიტასის" კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების დეპარტამენტში. მისი ძირითადი მოვალეობა იქნება საქართველოს კარიტასის სოციალური მედიის მართვაში დახმარება და პერსონალური ისტორიების/სტატიების შექმნაში მონაწილეობის მიღება. წარმატებული ნამუშევრები კი გამოქვეყნდება "კარიტას ევროპის" და "კარიტას ინტერნაციონალისი"-ს ვებ-გვერდებზე.
** ანაზღაურდება მგზავრობის საფასური.
** სტაჟირების ბოლოს, სტაჟიორს გადაეცემა სერთიფიკატი და სამუშაო დახასიათება მისი შესრულებული, ათვისებული სამუშაოს მიხედვით.

სამუშაო მოვალეობები:

** ორგანიზაციის საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება
** დახმარება სოციალური მედიის მართვაში
** ბენეფიციარებთან შეხვედრა და მათი ისტორიების სამუშაო ვერსიების შექმნა
** სტატიების და ინტერვიუების სამუშაო ვერსიების შექმნა
** ონლაინ ბანერების და "პოსტების" შექმნა
** ღონისძიებების და კამპანიების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება
** სხვა შესაბამისი ინიციატივების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და დაკისრებული დავალებების შესრულება

განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი სასწავლებლის მესამე კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
** ჟურნალისტიკის ფაკულტეტი
** წერითი და ანალიტიკური უნარები
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა
** რუსული და იტალიური ენების ცოდნა
** ​ესსეების, ისტორიების, ბლოგის ან სტატიების წერის გამოცდილება
** გამოქვეყნებული ნაშრომი
** სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის სურვილი; საქველმოქმედო სფეროში მუშაობის ინტერესი
** სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარები
** Adobe Photoshop, Illustrators - ის კარგად ცოდნა
** სოციალური მედიის მართვის გამოცდილება
** კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური უნარი
** კრეატიული
** ​თვით-განვითარებაზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები
** კეთილსინდისიერი და ლოიალური
** მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
** წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
** როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი
** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედეულების მიმართ პატივისცემა

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელფოსტაზე: nino.gambashidze@caritas.ge

დოკუმენტების გამოგზავნის საბოლოო თარიღი: 23 ივნისი, 2019.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |