www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ზეინკალი, ელექტრო ზეინკალი
მომწოდებელი: აფხაზინტერკონტი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / განცხადების ვადა: 12 ივლისი

ა(ა)იპ "ფონდი აფხაზინტერკონტი" არის ქართული, არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის მთავარი მიზანია, გააუმჯობესოს საქართველოში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ყოფილი პატიმრების, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების პირობები.

"ფონდი აფხაზინტერკონტი" 2017 წლიდან ევროკავშირის მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში ახორციელებს "ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას". პროგრამის მიზანია ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების განათლების, განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა.

პატიმრობიდან გათავისუფლებული პირებისთვის განსაკუთრებით რთულია სამუშაოს მოძიება. უმუშევრობა და მძიმე სოციალური პირობები კი განმეორებითი დანაშაულის რისკებს ზრდის. სწორედ ამიტომ, პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა ისეთი დასაქმების ადგილების შექმნა, რომელიც ფინანსურად გააძლიერებს ბენეფიციარებსა და მათ ოჯახებს.

2019 წლის მაისში, ქუთაისისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ორი სხვადასხვა მიმართულების მქონე სოციალური საწარმო (სოციალური საწარმო: "გათბობა - გაგრილების თანამედროვე ტექნოლოგიები"; "აგამა"). სოციალური საწარმო ბენეფიციარებს მისცემს სახელობო უნარების განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობას. საწარმოებში იქნება არადისკრიმინაციული გარემო, სადაც ბენეფიციარებს არ მოუწევთ ნასამართლევი წარსულის დამალვა.

სოციალურ საწარმოში დასაქმდებიან აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები, ასევე იმერეთის რეგიონში მცხოვრები სხვა ნასამართლევი პირები.

დასაქმებისთვის სავალდებულო მოთხოვნები:

** ბოლო 10 წლის პერიოდში, არანაკლებ 6 თვის განმავლობაში პატიმრობაში ყოფნა.
** პატიმრის ოჯახის წევრი.

კანდიდატები შეირჩევიან თანასწორობის პრინციპის დაცვით.

№1 სოციალური საწარმო "გათბობა - გაგრილების თანამედროვე ტექნოლოგიები"

ვაკანსია ცხადდება შემდეგ პოზიციებზე:

1. ზეინკალი: 2 ვაკანსია
2. ელექტრო ზეინკალი: 2 ვაკანსია

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტებზე სამაცივრე და გათბობის სისტემების ელექტრო მონტაჟი, ექსპლუატაცია;
** დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსული დეტალების გარემონტება;
** მუშაობის ხარისხის კონტროლი;
** საწარმოებში ხელსაწყოების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ელექტროობის ზოგადი უნარები;
** ელექტრო სქემების წაკითხვა;
** ელექტრო უსაფრთხოების მოთხოვნების ცოდნა.

ანაზღაურება: გამომუშავებით.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, გუგუნავას ქუჩა №1
საკონტაქტო პირი: ინგა იმედაძე, 591 919227



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |