www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრაქტიკული კურსი გაყიდვების სფეროში
მომწოდებელი: Meti Development
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / განცხადების ვადა: 12 ივლისი

"მეტი დეველოპმენტი" გთავაზობთ 1 თვიან სასწავლო - პრაქტიკულ კურსს გაყიდვების სფეროში.

გაყიდვების სფერო - ეს გახლავთ ერთგვარი ბიზნესი, რომელშიც მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული ანაზღაურების ოდენობა.

გაყიდვების სფეროს კარგი ცოდნა გულისხმობს:

** კომუნიკაციური ფსიქოლოგიის ფლობას;
** საკუთარი თავის წარმოჩენის უნარს;
** კლიენტთან ურთიერთობის ფორმებს და ეთიკას;
** პირადი და სატელეფონო საუბრის წარმართვის ხელოვნებას;
** სხეულის ენის ფლობას და ცოდნას;
** ნეირო ლინგვისტიკური პროგრამირების დეტალებს;
** პოზიტიურ აზროვნებას და ა.შ.

მეტი დეველოპმენტი გთავაზობთ გაყიდვების ინტენსიურ კურსს, რომლის ფარგლებშიც თქვენ:

** დაეუფლებით ზემოთ ხსენებულ პროფესიას (ან გაიუმჯობესებთ არსებულ უნარებს);
** დაესწრებით მოწინავე ტრენერების მასტერკლასებს;
** გაივლით გაყიდვების პრაქტიკას მეტი დეველოპმენტის გაყიდვების ექსპერტებთან;
** შეისწავლით გაყიდვების ფორმებს და ინსტრუმენტებს.

ტრენინგზე დასწრების საფასურის გადახდას უზრუნველყოფს "მეტი დეველოპმენტი". სასწავლო პროგრამის დასრულებისას თითოეულ მონაწილეს გადაეცემა მიღებული ცოდნის შესატყვისი სერთიფიკატი.

საუკეთესოებს საშუალება ექნებათ გააგრძელონ მეტი დეველოპმენტთან თანამშრომლობა და მიღებული ცოდნა ფინანსურ შემოსავლად აქციონ.

სასწავლო პროგრამაში მოხვედრა მოხდება გარკვეული შერჩევის საფუძველზე.

გსურს გახდე 8 რჩეულიდან ერთერთი?

შეავსე განაცხადის ფორმა > http://bit.ly/SlsTrng



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |