www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: UX/UI დიზაინერი
მომწოდებელი: My.ge
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

კომპანია "MY.ge", რომელიც ქართულ ინტერნეტ ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი ქვებრენდებით: www.myauto, www.mymarket, www.myhome, www.myparts, www.myjobs, www.myshop და აცხადებს ვაკანსიას UX/UI დიზაინერის პოზიციაზე.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 2500-3000 ლარი
სქესი: ნებისმიერი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქციები და მოვალეობები:

** კვლევების ორგანიზება, ჩატარება და ინფორმაციის დამუშავება;
** შეაგროვოს და დაამუშაოს ყველა ის ინფორმაცია, რაც დაკავშირებული იქნება მომხარებლის მოთხოვნებთან და საჭიროებებთან;
** მომხმარებლის კვლევისა და ტესტირების გამოყენებით ხელი შეუწყოს პროდუქტის განვითარებასა და ხელმისაწვდომობას.
** მოახდინოს UX პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების შემუშავება (მაგ. ინტერფეისისი აღქმადობა / გამოყენებადობა);
** შეასრულოს დიზაინის UX ნაწილი და მოამზადოს UI დიზაინის დასაწყებად;
** შეასრულოს დიზაინის პირველადი მონახაზები wireframes;
** შექმნას დიზაინის საბოლოო ვიზუალები და პროტოტიპები;
** შექმნას Style guide შემდგონში დეველოპმენტის პროცესების სწროდ წარმართვისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** UX კვლევების და მოხმარებლის ქცევაზე დაკვირვების გამოცდილება;
** პირველადი ვერსიებთან მუშაობის გამოცდილება (wireframes);
** კომპონენტების საერთო სტილების შექმნის გამოცდილება (style guides);
** პროტოტიპების შექმნის გამოცდილება შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებით (InVision ან marvelapp);
** ინტერფეისის სტრუქტურის შექმნაში გამოცდილება (user flows);
** UI დიზაინის დასახატად საჭორო პროგრამების ცოდნა მუშაობის გამოცდილება (მაგ: Sketch, Figma, XD, Photoshop);

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები

** მომხმარებლის ინტერფეისის პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი (მაგ: გამოყენებადობა, აღქმადობა).
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვა;
** გუნდურობა;
** პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტის მიღების უნარი;

ბენეფიტები, რომელსაც კომპანია სთავაზობს:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფიტნეს აბონიმენტი;
** ინგლისური ენის უფასო სასწავლო კურსი;
** ალგორითმების უფასო სასწავლო კურსი;
** თავისუფალი სამუშაო გარემო და ახალი ხილი მთელი სამუშაო კვირის განმავლობაში.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გინდათ, რომ იმუშაოთ ყველაზე ახალგაზრდულ, თავისუფალ და თანამშრომლებზე მორგებულ გარემოში მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@my.ge არაუგვიანას 2019 წლის 25 ივნისისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება;



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |