www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / განცხადების ვადა: 26 ივნისი

"სს ევექსის კლინიკები" აცხადებს ვაკანსიას სანიტრის პოზიციაზე ქუთაისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქუთაისი, პაოლო იაშვილის ქ. # 9/11, წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო ცენტრი.
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა;

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** მიმღებ განყოფილებაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა საშუალო განათლება;
** სასურველია პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან სტუდენტის ცნობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 26 ივნისი, 2019

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/sanitari/242

"სს ევექსის კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სს "ევექსის კლინიკებში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "ევექსის კლინიკების" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |