www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება სასამართლო დავების განყოფილებაში
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივნისი

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! გიწვევთ სტაჟირებაზე სასამართლო დავების განყოფილებაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი;
სტაჟირების ვადა: 6 თვე;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.

სამუშაოს აღწერა:

** სასამართლოში დავების დასაწყებად წარსადგენად დოკუმენტაციის მომზადება;
** მორიგების მიზნით მხარეებთან კომუნიკაცია;
** სასამართლოში ჯგუფის მიმდინარე საქმეების პროცესუალური სტატუსის გადამოწმება;
** ჯგუფის მიმდინარე საქმეებზე რეპორტის/ანგარიშის წარმოება;
** სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სავალდებულო შემდეგი კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა:

- სამოქალაქო კოდექსი;
- სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონი და იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებები;
- საჯარო რეესტრის შესახებ კანონი და იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებები;
- ბაჟის შესახებ კანონი;
- საბანკო კანონმდებლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ბანკის მიზნებზე ორიენტაცია;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე და სამოტივაციო წერილი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2019 წლის 20 ივნისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი; ასევე, აუცილებლად დაურთოთ სამოტივაციო წერილიც, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.libertybank.ge) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |