www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აგროტექნიკოსი, სურსათის ტექნოლოგი, დამხმარე
მომწოდებელი: სოც. საწარმო აგამა
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / განცხადების ვადა: 12 ივლისი

№2 სოციალური საწარმო "აგამა" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. აგროტექნიკოსი

ძირითადი მოვალეობები:

** კენკროვანი კულტურების (მარწყვი, მაყვალი) მოვლა, მოყვანა, მოსავლის აღება, დაბინავება.
** ნიადაგის დამუშავება, სასუქის შეტანა, თესლის შემზადება, თესვა და რგვა, ნათესის მოვლა.
** სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა.

2. სურსათის ტექნოლოგი და ტექნოლოგის დამხმარე/ასისტენტი

მოვალეობები: საწარმოში არსებული ტექნოლოგიის საფუძველზე, მარწყვის და მაყვლის გადამუშავება, მურაბისა და კომპოტის სახით დაფასოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა: კენკროვანი კულტურების მოვლის ტექნოლოგიების ცოდნა.

ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების შესაბამისად.
სამუშაო ადგილმდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი გეგუთი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: archil_elbakidze@yahoo.com და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება. ასევე, რეზიუმე შეგიძლიათ, დატოვოთ "ფონდი აფხაზინტერკონტის" ქუთაისის ოფისში: ნინოშვილის ქუჩა №27.

საკონტაქტო პირი ინგა იმედაძე, 591 919227.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |