www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი, მრეცხავი
მომწოდებელი: ჰიგია
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / განცხადების ვადა: 12 ივლისი

ინდუსტრიული სამრეცხაო "ჰიგია" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:

1. მძღოლი-ექსპედიტორი

ფუნქციები:

** სარეცხის ტრანსპორტირება - შემკვეთი-სამრეცხაო და პირიქით;
** ობიექტიდან სარეცხის ტრანსპორტირებისას რაოდენობა-წონის პარამეტრების მონიტორინგი;
** სამრეცხაოს კუთვნილი ა/მანქანის სერვისის უზრუნველყოფა.

პირობები:

** სამუშაო დღეების რაოდენობა: 5;
** სამუშაო საათები: 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;
** საწყისი ანაზღაურება: 600 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).

მოთხოვნები:

** ასაკი: 25-50 წელი;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა და მანქანის მართვის გამოცდილება;
** სასურველია იცოდეს ქალაქის უბნები და ქუჩები;
** შრომისმოყვარე, მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი.

2. მრეცხავი

ფუნქციები:

** ავტომატური ინდუსტრიული დანადგარებით სარეცხის რეცხვა, შრობა, დაუთოვება (პრესი უთო);
** ინდუსტრიული დანადგარებთან მუშაობის წესების შესწავლა და ცოდნა;
** შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური და სამრეცხაოს ტექნიკური რეგლამენტის პირობების შესწავლა და დაცვა.

პირობები:

** სამუშაო დღეების რაოდენობა: 5
** სამუშაო საათები: 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე;
** ანაზღაურება: გამომუშავებით, 1 კგ. გარეცხილ სარეცხზე გადაანგარიშებით. საშუალოდ დატვირთვის დროს, სრული სამუშაო დღის პირობებში გამოდის 600-დან 800 ლარამდე ხელზე ასაღები თანხა.

მოთხოვნები:

** ასაკი: 20-45 წელი.
** სასურველია ჰქონდეს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** კანდიდატი უნდა იყოს შრომისმოყვარე, მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი.
** უნდა შეეძლოს გუნდურად მუშაობა და სტრესულ სიტუაციებთან გამკლავება.

დაგვიკავშირდით:

tamarajamc@gmail.com
579 330101, 595 430024



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |