www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: აჭარა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 3 ივლისი / განცხადების ვადა: 30 ივლისი

"Adjara Group" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

მიმართულება: საპროექტო და სამშენებლო
ანგარიშვალდებულია: დირექტორის წინაშე

საჭირო უნარები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** განათლება ტექნიკური მიმართულებით (არქიტექტურა);
** გამართულად საუბარი ქართულ ენაზე;
** ინგლისური ენის ფლობა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** AutoCAD, ArchiCAD-ის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
** კარგი ორგანიზაციული უნარი;
** კარგი საკომუნიკაციო უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის თითოეული ეტაპის დაგეგმვა და შესრულების პროგრესის მუდმივი შეფასება;
** სამუშაოს თანამშრომლებზე გადანაწილება, მათი დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა;
** პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
** პროექტის დაკვეთისა და მისი მახასიათებლების ზუსტად და დეტალურად ჩამოყალიბება;
** პროექტის საბოლოო წარმატების საზომი პარამეტრების შექმნა;
** პროექტის ვადების დადგენა/დაცვა;
** პროექტის მიხედვით დადგენილი სტანდარტებით ხარისხის კონტროლი;
** პროექტის მსვლელობის კონტროლი, ხარვეზებზე შესაბამისი მითითებების გაცემა;
** პროექტის მსვლელობისას შუალედური შედეგების განხილვა, სტატუს რეპორტების მომზადება;
** პროექტის ფარგლებში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის გზების იდენტიფიცირება და უფლებამოსილების ფარგლებში დროული რეაგირება;
** პროექტის ბიუჯეტის ოპტიმალური ხარჯვის მონიტორინგი;
** პროექტის რისკების, რეპორტინგის და პრობლემების აქტიურად მართვა;
** პროექტის მსვლელობისას დროისა და სამუშაოს შესრულების მონიტორინგი;
** პროექტის დასრულება დაგეგმილ ბიუჯეტსა და ვადებში;
** კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე ფასებისა და საბაზრო ტენდენციების პროგნოზირება და პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად განსაზღვრა;
** ​ქვეკონტრაქტორებთან მოლაპარაკებების წარმოება და საჭიროების შემთხვევაში მათი დაქირავება სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად;
** მშენებლობის ვადების გაკონტროლება და ხარვეზების შემთხვევაში პროცესის დროულად შესრულების მიზნით მითითებების გაცემა;
** გუნდისგან პერიოდული ანგარიშის მიღება და მუშაობის პროცესის გადაამოწმება;
** სახელმწიფო სტრუქტურებთან (თბილისის მერია, არქიტექტურის სამსახური და ა.შ) ურთიერთობის წარმოება, საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის მომზადება და განცხადების განთავსება;
** პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობების განვითარება.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 30 ივლისამდე ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |