www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 3 ივლისი / განცხადების ვადა: 2 აგვისტო

სს "თიბისი ლიზინგი" უმსხვილესი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია სს "თიბისი ბანკის" მიერ. კომპანია დღეისათვის ლიდერია ლიზინგის ბაზარზე 70%-იანი წილით. ჩვენი კლიენტები არიან: სამედიცინო, პოლიგრაფიული, სატრანსპორტო კომპანიები, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, მომსახურებისა და ვაჭრობის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს სწრაფ ავტო-ლიზინგზე: ახალი და მეორადი ავტომობილების დაფინანსება - როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი.

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ფინანსების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** Microsoft office (Excel, Word)

ძირითადი მოვალეობები:

** საკუთარ გუნდში საქმის ეფექტურად გადანაწილება
** ახალ პროდუქტებზე მუშაობა
** გუნდურ pipeline-ზე ზრუნვა და კონტროლი
** ახალი კლიენტების მოზიდვა
** გუნდის წევრების მოტივაცია და შესაბამისი უკუკავშირის მიცემა
** გუნდის წევრებთან მიმდინარე პრობლემურ სიტუაციებზე მუშაობა და ემოციური ბალანსის შექმნა
** გუნდის წევრებში ემოციური ბალანსის დაცვა
** გუნდის სალიზინგო პროექტების დამუშავებაში/ანალიზში და კომიტეტზე დამტკიცებაში ჩართულობა (საჭიროების შემთხვევაში პროექტის დამუშავება და დამტკიცება)
** გუნდის საკრედიტო დოკუმენტაციის მართვა/კონტროლი
** მომწოდებლებთან ურთიერთობა
** გუნდის ლიზინგის ხელშეკრულებების რესტრუქტურიზაციის და ცვლილებების მართვა, პროცესის მონიტორინგი და რეპორტინგი
** სხვა სახის რეპორტინგი საჭიროების შემთხვევაში

უნარ-ჩვევები:

** გუნდის მართვის უნარი
** დროის მართვის უნარი
** საქმის ეფექტურად განაწილების უნარი
** პრიორიტეტების/მიზნების სწორად დასახვის და განსაზღვრის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება (არგუმენტირების, კრიტიკული აზროვნების და ანალიზის უნარი)
** გუნდურობა
** პასუხისმგებლიანობა
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა

შერჩევის მეორე ეტაპი - ტესტირება ფინანსებში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |