www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული რეკლამის შემსყიდველი
მომწოდებელი: Helix Nebula Capital
გამოქვეყნდა: 3 ივლისი / განცხადების ვადა: 2 აგვისტო

საინვესტიციო კომპანია "Helix Nebula Capital" აცხადებს ვაკანსიას ციფრული რეკლამის შემსყიდველის (Digital Media Advertiser) პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

** უზრუნველყოს სხვადასხვა ციფრულ სარეკლამო პლატფორმებზე რეკლამის განთავსება
** განსაზღვროს და აკონტროლოს სარეკლამო ბიუჯეტი და ROI
** შეიმუშავოს ეფექტური სარეკლამო სტრატეგია სხვადასხვა ნიშური პროდუქტის, პლატფორმის, რეგიონის და ქვეყნის სპეციფიკისთვის
** რეგულარული სტანდარტიზებული რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება ციფრული მედიის შესყიდვების მიმართულებით
** გამოცდილება ფეისბუქის სარეკლამო პლატფორმის და გუგლის სარეკლამო ქსელში რეკლამის განთავსების მიმართულებით (სხვა სარეკლამო ქსელების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** განვითარებაზე და შედეგზე ორიენტირებული
** ცვალებადი სამუშაო გარემოს მიმართ ადაპტირების შესაძლებლობა.

კომპანია გთავაზობთ ღირსეულ სახელფასო ანაზღაურებას 1500 ლარიდან + ბონუსი 3000 ლარამდე, საინტერესო, მაღალანაზღაურებად სფეროში ჩართვას, პირადი განვითარების და გამოცდილების მიღების უნიკალურ საშუალებას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: join@helixnebulacapital.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |