www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფის-მენეჯერი
მომწოდებელი: ავერსი რაციონალი
გამოქვეყნდა: 3 ივლისი / განცხადების ვადა: 2 აგვისტო

ფარმაცევტული საწარმო შპს "ავერსი რაციონალი", რომელიც მოწყობილია და ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების, GMP EU-სა და ISO 9001-ის მოთხოვნების შესაბამისად და მუდმივად ისწრაფვის გაუმჯობესებისა და მომხმარებლის მოთხოვნათა მაქსიმალური დაკმაყოფილებისკენ, იწვევს გუნდში სათანამშრომლოდ: ოფის-მენეჯერს

რომელიც შეძლებს:

** საქმიანი კორესპონდენციის წარმოებას
** დოკუმენტების მართვას
** შემოსული სატელეფონო ზარების მართვას
** თანამშრომელთა მივლინებების ორგანიზებას
** სასტუმროების, რესტორნების, სამოგზაურო ბილეთების დაჯავშნას
** შეხვედრების, თათბირების, კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზებას
** უცხოელი სტუმრების დახვედრის ორგანიზებას და ა.შ.

აუცილებელი კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS OFFICE) ცოდნა
** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ეფექტური, გამართული კომუნიკაციის უნარი (ზეპირი, წერითი)
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დისციპლინირებული, პუნქტუალური
** პასუხისმგებლიანი
** პრეზენტაბელური
** არაკონფლიქტური

აუცილებელი დოკუმენტაცია:

** პირადობის მოწმობის ასლი
** დიპლომ(ებ)ის ასლი
** ფერადი ფოტოსურათი 3X4 (1 ცალი)
** სერტიფიკატ(ებ)ის ასლ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy.rational@aversi.ge

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.rational.ge

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |