www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - სამედიცინო ხარისხის კონტროლი და მართვა
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 3 ივლისი / განცხადების ვადა: 2 აგვისტო

"VIP Imtellect Group" გთავაზობთ ტრენინგს: " სამედიცინო ხარისხის კონტროლი და მართვა"!

კურსის მიზანია: სამედიცინო ხარისხის კონტროლის სამსახურის მენეჯერების მომზადება, რომლებიც ჯანდაცვის სფეროს თანამედროვე მოთხოვნების პირობებში კვალიფიციურ ადმინისტრირებას შეძლებენ.

მიზნობრივი ჯგუფები: ჯანდაცვის, სადაზღვევო ორგანიზაციების და სამედიცინო დაწესებულებაში ხარისხის კონტროლის მენეჯერები, ექსპერტები, პროგრამის კოორდინატორები, სექტორში სწრაფი კარიერული წინსვლით დაინტერესებული პირები, სტუდენტები და ა.შ.

მოდულირებული პროგრამა მოიცავს: მიმდინარეობს ქართულ ენაზე ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. ტრენინგი დაფუძნებულია პრაქტიკაზე და მასში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სფეროში არსებული მოთხოვნები.

კურსის მსვლელობისას მსმენელები შეიძენენ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს.

მოდულში გაერთიანებულია:

1. ჯანდაცვის მენეჯმენტის ზოგადი დებულებები და სამედიცინო ხარისხი: ხარისხის კონტროლის მიზანი; ხარისხის მართვის ერთეულის ფუნქციები; პერიოდული მონიტორინგი და კონტროლი; საზოგადოებრივი ჯანდაცვა; სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმის უზრუნველყოფა; ნოზოკომიური ინფექციების კონტროლისა და აღრიცხვის პროცესის მართვა; ჰოსპიტალური ინფექციების პროფილაქტიკა; სამედიცინო სტატისტიკა; ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა (ხარისხის მართვის) სისტემა; პაციენტის და სამედიცინო პერსონალის კმაყოფილების შეფასება, მონიტორინგი და ანალიზი; ტესტირების კითხვარის შედგენა; პაციენტთა უსაფრთხოების წესები; რეჰოსპიტალიზაციის და მრავალჯერადი ჰოსპიტალიზაციის; სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის მაჩვენებლები.

2. კლინიკის ადმინისტრირება, ჯანდაცვის კანონმდებლობა, სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის შესწავლა, ფორმა 100, საავადმყოფო ფურცელი ...

3. ეთიკური საკითხების განხილვა: ლეტალური გამოსავალი; პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება; სამედიცინო შეცდომა/სამედიცინო გადაცდომა; ნოზოკომიური ინფექცი(ებ)ის დადასტურებული შემთხვევა; პაციენტის/პაციენტის წარმომადგენლის საჩივარი;

პროგრამა ასახავს ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე შრომის ბაზრის სპეციფიურობას, მისი მართვის უახლეს ტექნოლოგიებს და თანამედროვე მეთოდებს.

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი კურსი?

პროგრამა უმოკლეს ვადაში მსმენელს სთავაზობს:

** სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის მენეჯერის კვალიფიკაციის სერტიფიკატის მინიჭებას;
** ინფორმაციას სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამსახურის მოქმედების პრინციპები და კონცეფციები თანამედროვე მოთხოვნების პირობებში ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე კონტროლის მეთოდების შესახებ, შესრულებული სამუშაოს კონტროლი, საქმიანი კომუნიკაცია, მოლაპარაკების უნარ-ჩვევები, გუნდური მუშაობის ტაქტიკა და ტექნიკა;

გაითვალისწინეთ: სრული კურსის გავლის შემდგომ ტესტირებაში უმაღლესი შეფასების მქონე მსმენელებზე გაიცემა სარეკომენდაციო წერილი, გაივლიან სასწავლო პრაქტიკას (დასაქმების პერსპექტივით) საქართველოს დარგის წამყვან დაწესებულებებში.

პროგრამის ხანგრძლივობა:

** კურსი მოიცავს: 8 ლექცია
** კურსის ღირებულება: 250 ლარი

მსმენელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს:

** ივლისის ჯგუფი: 10 ივლისამდე
** აგვისტოს ჯგუფი: 2 აგვისტომდე

ტრენერი - ანა სხვიტარიძე - ექიმი, ექსპერტი, MD.PhD. კლინიკა "პრემიუმ მედსერვისის" დირექტორი.

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში:
http://vipintellect.ge/ge/register

ან დაგვიკავშირდით: 0322371939; 551196110; 593618212;

მის: პეკინის 28, მე-6 სართ;



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |