www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერის თანაშემწე, საწყობის მუშა
მომწოდებელი: YOYOSO
გამოქვეყნდა: 3 ივლისი / განცხადების ვადა: 2 აგვისტო

"YOYOSO" - აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის თანაშემწისა და საწყობის მუშის პოზიციებზე.

"YOYOSO" - კორეული ბრენდია, რომელიც 2014 წელს დაარსდა და ამჟამად ათასზე მეტი. სავაჭრო ობიექტით სარგებლობს მსოფლიო ბაზარზე. საქართველოში "YOYOSO"-ს პირველი ფილიალი 2018 წლის 27 დეკემბერს გაიხსნა.

1. საწყობის მენეჯერის თანაშემწე

მდებარეობა: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00
სახელფასო განაკვეთი: 800 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საწყობის (მარაგების) მართვის პრინციპების ცოდნა;
** საქმიანობასთან და შესასრულებელ ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა უნარ-ჩვევები;
** კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობის დალაგებისა და საქონლის დასაწყობების პროცესში მონაწილეობა;
** მაღაზიისთვის საქონლის (ბრუნვების) მომზადება;
** საქონლის ინვენტარიზაციის პროცესებში მონაწილეობის მიღება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** მოწესრიგებული;
** აქტიური;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

2. საწყობის მუშა

მდებარეობა: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00
დასვენების დღე: ორი დღე კვირის განმავლობაში
სახელფასო განაკვეთი: 550 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

საწყობში ფიზიკური სამუშაოების შესრულება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით და ელ მისამართზე: hr@yoyoso.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის მენეჯერის თანაშემწე" და "საწყობის მუშა"
კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

"YOYOSO" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |