www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვებ პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ლივინგსტონი
გამოქვეყნდა: 3 ივლისი / განცხადების ვადა: 2 აგვისტო

ციფრული სააგენტო "ლივინგსტონის" თავზეხელაღებულთა კოჰორტის თითოეული მებრძოლი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ჩვენი სანუკვარი მისიის აღსრულებაში - ვიყოთ სხვებისგან გამორჩეულები!

ამჯერად ვეძებთ პროექტების ღირსეულ მენეჯერს სრულ განაკვეთზე, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად შექმნის ისეთ ვებგვერდებს, რომლებიც ავ თვალს არ ენახვება.

პროექტის მენეჯერის ძირითადი პასუხისმგებლობა ვებ პროექტების მართვა, დიზაინის კონცეფციის შეთანხმება, გუნდში პროცესების კონტროლი და კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობების წიაღში ნებივრობაა.

რას გააკეთებთ:

** რამდენიმე ვებგვერდის ერთდროულად მართვა
** სამოქმედო გეგმის შედგენა და ადამიანური რესურსების გადანაწილება
** პროექტის დავალებებად დაშლა
** დიზაინერებისთვის და დეველოპერებისთვის დავალებების მინიჭება
** პროექტის ვადების და ხარისხის კონტროლი
** კლიენტებთან პროექტის დეტალების, შემდგომი ნაბიჯების და არსებული სტატუსის გავლა, რათა საბოლოო პროდუქტი ვადებში ხარისხიანად ჩაბარდეს

რა გჭირდებათ ამ პოზიციისთვის:

** მსგავსი ტიპის სამუშაო გამოცდილება
** მულტითასქინგში მოჭრილი ჭიპი და პასუხისმგებლობის გრძნობის ოვერდოუზი
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა
** HTML/CSS ენების ბაზისური ცოდნა სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ძალიან მნიშვნელოვან როლს კომპანიაში
** არაჩვეულებრივი ადამიანების გაცნობის შესაძლებლობას
** სამედიცინო დაზღვევას
** სასიამოვნო ატმოსფეროს კომპანიის შიგნით
** უფასო წყალს სასმელად და ხელების დასაბანად.

ასე რომ, თუ ხართ მონდომებული, გიყვართ ბევრ საინტერესო საქმესთან ერთდროულად ჭიდილი და მიგაჩნიათ, რომ იოლად გაართმევთ თავს ციფრული მარკეტინგის საგმირო გამოწვევებს, დღესვე გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@leavingstone.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |