www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომერციული დირექტორი
მომწოდებელი: ეიჩარ პარტნერსი
გამოქვეყნდა: 3 ივლისი / განცხადების ვადა: 2 აგვისტო

დასაქმების კომპანია "ეიჩარ პარტნერსი", კონტრაქტორი კომპანიის დაკვეთით, აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.
** კომერციულ დირექტორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიაში.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
** CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** კომერციული სტრატეგიის განვითარება და მორგება კომპანიის მიზნებთან და ამოცანებთან.
** არსებული მომხმარებლების მოთხოვნების და საჭიროებების მუდმივი ანალიზი.
** ახალი მომხმარებლების მოზიდვის და არსებულთან მყარი ურთიერთობების შენარჩუნების მოდელის შექმნა.
** კოლაბორაცია და კოორდინაცია სხვადასხვა გუნდთან (მენეჯმენტი, მარკეტინგი, გაყიდვები, მომხმარებლების სერვისი, ფინანსები, იურიდიული განყოფილება)
** მყარი და მომგებიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება მომწოდებლებთან (ვენდორები, ლოკალური დისტრიბუტორები, პარტნიორები ა.შ.)
** კომერციული ქმედებების მონიტორინგის განხორციელება და საზომი პარამეტრების შემოტანა (KPI).
** ავტომატიზებული რეპორტინგის სისტემის შექმნა და დანერგვა მენეჯმენტისთვის (არსებული CRM და ERP სისტემების გამოყენებით).
** გაყიდვების მიზნების (ტარგეტების) ჩამოყალიბება და საბონუსე სისტემის გამართვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV hrpartners.vacancy@gmail.com მისამართზე და საგნობრივ ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "კომერციული დირექტორი"

კომპანია იტოვებს უფლებას შეინახოს მიღებული CV კომპანიის ბაზაში და განიხილოს სხვა ვაკანსიებზე.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |