www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: აბდი იბრაჰიმ ფარმაცეუტიკალსი
გამოქვეყნდა: 3 ივლისი / განცხადების ვადა: 25 ივლისი

ფარმაცევტული კომპანია "აბდი იბრაჰიმი", რომელიც წარმოადგენს თურქეთის ყველაზე დიდ და ცნობილ ფარმაცევტულ მწარმოებელს, აცხადებს კონკურსს სამედიცინო წარმომადგენლების ვაკანსიაზე, სრული სამუშაო დღის განაკვეთზე, ქალაქ თბილისში.

ძირითადი მოთხოვნებია:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** სასურველია სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება
** კომუნიკაბელურობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი
** შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ასაკი: 22-35 წელი.

საწყისი ხელფასი დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ ქართულ და ინგლისურ ენოვანი CV (ავტობიოგრაფია) და ფოტოსურათი, შემდეგ მისამართზე: abdiibrahim.georgia@yahoo.com არაუგვიანეს 2019 წლის 25 ივლისისა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანია "აბდი იბრაჰიმი" განიხილავს მხოლოდ სრულყოფილ დოკუმენტაციას.

გთხოვთ, მიუთითოთ ელ.ფოსტის სათაურში, რომ სამედიცინო წარმომადგენლის ვაკანსიაზე შემოგაქვთ აპლიკაცია.

მხოლოდ კანდიდატთა გარკვეულ ნაწილთან მოხდება გასაუბრებისათვის დაკავშირება.

კომპანიის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გასაგებად შეგიძლიათ ესტუმროთ ვებ-გვერდს: www.abdiibrahim.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |