www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 3 ივლისი / განცხადების ვადა: 2 აგვისტო

კომპანია "ბეთლაივი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"ბეთლაივი" არის ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმა საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

შესასრულებელი ამოცანები:

** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან და საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
** კომპანიის ფინანსების ადმინისტრირება და მართვა;
** კომპანიის ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადება;
** ახალი პროექტების ფინანსური მოდელირება და მართვა. ინვესტიციების და პროექტების ანალიზი/მართვა.
** სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება;
** ინვენტარიზაცია და ფულის ნაშთების ზედამხედველობა;
** ბიუჯეტის შედგენა და ყოველთვიური ანალიზი ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით;
** საგადასახადო დეკლარაციების შემოწმება და კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების იდენტიფიცირება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან აუდიტის მიმართულებით.
** სამუშაო გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
** ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** ACCA-ის მეორე დონის სერტიფიკატი.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა.

სამუშაო პირობები:

** ხუთი სამუშაო დღე კვირაში
** სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.
** ადგილმდებარეობა: თბილისი.

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

** ბონუსი
** კორპორატიული დაზღვევა
** უფასო კვება
** უფასო პარკინგი
** პროფესიული ზრდა/განვითარება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური დირექტორი".

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |