www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: დეტრა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 3 ივლისი / განცხადების ვადა: 2 აგვისტო

"დეტრა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობაზე.

"დეტრა ჯგუფის" საქმიანობას საინჟინრო სისტემების სრული სერვისით უზრუნველყოფა წარმოადგენს. ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშ ვიღებთ, როგორც პროექტირების სამუშაოებს, ასევე, აგრეგატების მიწოდებას, მონტაჟსა და მის შემდგომ მომსახურებას.

მოვალეობები:

** შეხვედრების, თათბირების, კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა, კოორდინაცია და მონიტორინგი
** კორესპონდენციის წარმოება, არქივაცია და სწორად გადამისამართება
** დოკუმენტაციის ბრუნვის წარმოება
** ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის წარმოება და განახლება
** ადმინისტრაციული შესყიდვების დაგეგმვა და ორგანიზება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

უნარები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანი
** სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** პუნქტუალური
** ორგანიზებული
** გუნდურად მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელური
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოტივირებული და ორგანიზებული

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00
შაბათი 10:00 - 15:00

ანაზღაურება: ხელფასი განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელფოსტით: jemo@detra.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |