www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლიზინგის პროექტების რეაბილიტაციის მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 3 ივლისი / განცხადების ვადა: 2 აგვისტო

სს "თიბისი ლიზინგი" უმსხვილესი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია სს "თიბისი ბანკის" მიერ. კომპანია დღეისათვის ლიდერია ლიზინგის ბაზარზე 70%-იანი წილით. ჩვენი კლიენტები არიან: სამედიცინო, პოლიგრაფიული, სატრანსპორტო კომპანიები, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, მომსახურებისა და ვაჭრობის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს სწრაფ ავტო-ლიზინგზე: ახალი და მეორადი ავტომობილების დაფინანსება - როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი.

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ლიზინგის პროექტების რეაბილიტაციის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
სახელფასო განაკვეთი: ხელზე ასაღები 1,000-1,200 ლარი (პლუს ბონუსი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტში (რეაბილიტაციის ან საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
** ინგლისური  და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** Microsoft Office-ის ფლობა მაღალ დონეზე (Excel, Word);
** ფინანსების მაღალ დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტის ბიზნესის ანალიზი და შექმნილი პრობლემური მდგომარეობის დაძლევის სქემების გენერირება;
** პროექტის დამუშავება და საკრედიტო კომიტეტზე გატანა;
** რეაბილიტაციის პორტფელის მართვა, პერიოდული ფინანსური მონიტორინგი და რეპორტინგი;
** ფინანსური უწყისების დამუშავება და ანალიზი;
** რეაბილიტაციის ხელშეკრულების გაფორმების პროცესის მონიტორინგი;
** სხვა სახის რეპორტინგი, საჭიროების შემთხვევაში.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** გუნდურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გასაუბრების მეორე ეტაპი - ტესტირება ფინანსებში.  

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.  

სს "თიბისი ლიზინგი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 122 777; ელ. ფოსტა: info@tbcleasing.ge

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ლიზინგი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |