www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 3 ივლისი / განცხადების ვადა: 2 აგვისტო

"ვაბაკო " სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის.

ვეძებთ უმცროს კონტენტ მენეჯერს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი კომპანიისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** პროგრამული პროდუქტების აღწერილობების მომზადება წერილობითი ფორმით;
** პროგრამული პროდუქტების აღწერილობების მომზადება ვიდეოს ფორმით;
** პროდუქტის აღწერების განთავსება ვებ-გვერდზე;
** საბეჭდი მასალების (ფლაერი, ბროშურა, კატალოგი) ტექსტური შინაარსის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ბაკალავრის ხარისხი (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) ბიზნეს ადმინისტრირებაში ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
** ანაზღაურება - საწყისი/პირველი ბიჯი - 550 ლარი ხელზე; მეორე ბიჯი - 750 ხელზე; მესამე ბიჯი - 1, 000 ლარი ხელზე (ბიჯებს შორის სხვაობა არის 6-8 თვე);
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Junior Content Manager.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |