www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C ოპერატორი
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 3 ივლისი / განცხადების ვადა: 25 ივლისი

კომპანია "ფუდსერვისი" დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ადგილობრივი კვების პროდუქტების შესყიდვა, დისტრიბუცია და ლოჯისტიკა, აგრეთვე კვების პროდუქტების იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან. ეკოლოგიურად სუფთა, ლაბორატორიულად შემოწმებული და სერთიფიცირებული პროდუქციით, "ფუდსერვისი" ლოჯისტიკის და დისტრიბუციის სფეროში ქართული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად გვევლინება.

კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ორხევის დასახლება, თ.ჩანტლაძის #40
სამუშაო საათები: ცვლებში (ერთი დღე 08:00-დან 16:00-მდე მეორე დღე 16:00-დან 23:00) თანამშრომელთა ტრანსპორტირებას დილის და საღამოს საათებში უზრუნველყოფს კომპანია.
ანაზღაურება: 600 ლარი
დასვენება: კვირაში 1 დღე.

მოვალეობები:

** შეკვეთების გაწერა-დაკორექტირება.
** სასაქონლო ზედნადებების rs.ge - ზე ატვირთვა
** უკან დაბრუნებული პროდუქციის დოკუმენტაციის შემოწმება და პროგრამაში გატარება

მოთხოვნები:

** აუცილებელია 1C პროგრამის ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge; გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |