www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდ-მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: GDCC
გამოქვეყნდა: 3 ივლისი / განცხადების ვადა: 2 აგვისტო

"Loreal"-ის, "Ficosota"-ს და "Johnson & Johnson"-ის ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში - შპს "ჯიდისისი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ-მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ასრულებს თავისი უშუალო ხელმძღვანელის ბრენდ-მენეჯერის ცალკეულ სამსახურეობრივ დავალებებს;
** წარმოადგენს ბრენდის გაყიდვების ყოველწლიურ გეგმას;
** გეგმავს ყოველთვიურ გაყიდვებს (განყოფილებების, რეგიონების, სავაჭრო აგენტების მიხედვით) და უზრუნველყოფს მათ შესრულებას;
** შეიმუშავებს ფასდაკლების სქემას (სპეციალური ფასი, დამატებითი ფასდაკლება);
** ათანხმებს წლიურ გეგმებს (შესყიდვები), სარეკლამო და მარკეტინგულ ბიუჯეტს;
** ამზადებს ბრენდის პრეზენტაციას. წარმოადგენს კომპანიას პარტნიორებთან კორპორატიულ შეხვედრებზე;
** მოიპოვებს და მუდმივად თვალყურს ადევნებს კონკურენტების ინფორმაციას პროდუქციის ფასებისა და ასორტიმენტის შესახებ;
** მუდმივად აკონტროლებს საწყობის ნაშთებსა და ვადებს მთელი საქართველოს მასშტაბით;
** აკონტროლებს სავაჭრო გუნდის მუშაობას (სუპერვაიზერი, სავაჭრო აგენტი, მერჩენდაიზერი);
** აკონტროლებს სავაჭრო ობიექტების დავალიანებების დროულ დაფარვას;
** თვეში ერთხელ, აგრეთვე მოთხოვნის შესაბამისად ამზადებს და წარუდგენს დირექციას ანგარიშგებას შესრულებულ სამუშაოებზე.

მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრი ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით (სასურველია)
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Excel, PowerPoint)
** სასურველია 1C პროგრამის ცოდნა;
** კომუნიკაციის უნარები;
** ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.
** ენების ცოდნა: რუსული (სალაპარაკო დონეზე).

სამუშაო ადგილი: თბილისი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: hr@gdcc.com.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: "ბრენდ-მენეჯერის ასისტენტი".

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: http://gdcc.ge/georgian/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |