www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: მეტრომარტი
გამოქვეყნდა: 3 ივლისი / განცხადების ვადა: 30 ივლისი

ტექნიკის # 1 ჰიპერმარკეტი "მეტრომარტი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანია "მეტრომარტი" არის ჰიპერმარკეტების ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში. კომპანია 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "მეტრომარტი"-ს მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.

ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** პროდუქციის ფასმაჩვენებლის განახლება/კონტროლი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე).

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული სტანდარტის შესაბამისად მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა - პროდუქტის პრეზენტაცია;
** ინვოისების და საგარანტიო ტალონის შევსება;
** სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა.

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმსა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@metromart.ge 2019 წლის 30 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |