www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სკოლამდელი აღზრდის ცენტის ინგლისური სექტორის მასწავლებელი
მომწოდებელი: ევროპული სკოლა
გამოქვეყნდა: 3 ივლისი / განცხადების ვადა: 31 ივლისი

შპს "ევროპული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ინგლისური სექტორის მასწავლებელ-აღმზრდელის თანამდებობაზე.

თანამდებობის მიზანი: აღსაზრდელების მენტალური და სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, სასკოლო განათლებისთვის მომზადების მიზნით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** აღსაზრდელების ფიზიკურ და ფსიქო-ემოციურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, მათი ქცევისა და აკადემიური მოსწრების მუდმივი კონტროლი;
** სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ოფიციალური სასწავლო პროგრამის მიხედვით საგაკვეთილო პროცესის წარმოება და სასწავლო ცხრილის დაფარვა;
** ჯგუფური მეცადინეობების ჩატარება საბაზისო განათლების მიწოდების მიზნით, თამაშებისა და პროგრამის მიხედვით გაწერილი სხვა აქტივობების ჩატარება;
** სასწავლო პროცესისა და ინდივიდუალური გაკვეთილების დაგეგმვა-ჩატარება აღსაზრდელთა ასაკობრივი და განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით;
** აღსაზრდელთა მოტივაციასა და ჩართულობაზე ზრუნვა; ნებისმიერი პრობლემის არსებობის შემთხვევაში მენეჯერის, მშობლის, ფსიქოლოგის, ლოგოპედის ან სხვა პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;
** აღსაზრდელების სოციალურ განვითარებაზე მუშაობა და ადაპტაციის უნარების განვითარების მიზნით სხვადასხვა თამაშების ინტეგრირება სასწავლო პროცესში;
** თანამედროვე კლასგარეშე რესურსებით აღსაზრდელების უზრუნველყოფა მათი სრულყოფილი განვითარების მიზნით;
** აღსაზრდელების გაკვეთილებზე დასწრების პროცესის ორგანიზება და გაკვეთილებზე დასწრება;
** აღსაზრდელების მშობლებთან კომუნიკაცია ინფორმაციის მიწოდების მიზნით და საჭიროებისამებრ, კონსულტაციების გაცემა;
** აღზრდის ცენტრის საზეიმო ღონისძიებებში მონაწალეობის მიღება;
** აღსაზრდელების განვითარების შესახებ ყოველკვირეული რეპორტების მომზადება მენეჯერისთვის და მშობლებისთვის;
** ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი ყოველწლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპეტენციის ფარგლებში აღსაზრდელთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება სასურველია პედაგოგიის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** გამოცდილება: სკოლამდელი ან სასკოლო აღზრდის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

** მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;
** ბავშვის უფლებათა კონვენცია;
** აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ დადგენილება;
** ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტი;
** ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა;
** დამატებითი უცხო ენის ცოდნა.

კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office (Word, PowerPoint)

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** კეთილგანწყობილობა;
** ყურადღებიანობა;
** დაკვირვებულობა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@europeanschool.ge 2019 წლის 31 ივლისამდე.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |