www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Wedder.ge-ს პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: ჰოლდინგი პალიტრა მედია
გამოქვეყნდა: 3 ივლისი / განცხადების ვადა: 2 აგვისტო

"პალიტრა მედია ჰოლდინგი"-ს წევრი კომპანია "დაწყებითი ბიზნესისა და ინოვაციების საინვესტიციო ფონდი" აცხადებს ვაკანსიას Wedder.ge-ს პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

"პალიტრა მედია ჰოლდინგი"-ს პროფესიონალთა გუნდი 1800 თანამშრომლისგან შედგება, რომელიც 22 წელზე მეტია ქმნის მაღალხარისხიანი პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს ასიათასობით მომხმარებლისთვის. "პალიტრა მედია ჰოლდინგი" აერთიანებს 23 წევრ კომპანიას. ჰოლდინგის ძირითადი მიმართულებებია: განათლება, წარმოება, მედია, წიგნების მაღაზიათა ქსელი, სტამბა და ელ. კომერცია.

მოვალეობები:

** პროექტის ზედამხედველობა;
** სტრატეგიული გეგმის შედგენა;
** გეგმის განხორციელების სრული მონიტორინგი;
** მარკეტინგულის კამპანიის დაგეგმვა გუნდთან ერთად;
** ანალიზის წარმოება;
** ახალ იდეებზე მუშაობა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებული და თვითგანვითარებაზე ორიენტიორებული;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** კრეატიული;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00;
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის ქ.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge. "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების მიღბის ბოლო ვადაა 2 აგვისტო.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |