www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ასისტენტი
მომწოდებელი: ევროპული სკოლა
გამოქვეყნდა: 3 ივლისი / განცხადების ვადა: 31 ივლისი

შპს "ევროპული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო პროგრამის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ასისტენტის თანამდებობაზე.

თანამდებობის მიზანი: PYP კლასის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა; კომპეტენციის ფარგლებში მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაკვეთილებზე დასწრება და მასწავლებლისთვის ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა: საჭირო მასალების კოპირება და მიწოდება მასწავლებლისთვის, ისე რომ არ შეფერხდეს გაკვეთილის მიმდინარეობა;
** საჭიროების შემთხვევაში საგაკვეთილო პროცესში ჯგუფური სამუშაოების დროს მოსწავლეებისთვის დახმარების აღმოჩენა;
** მოსწავლეების საკლასო ოთახებში ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფა;
** მოსწავლეების სასადილოში ჩაყვანის ორგანიზება და მეთვალყურეობა;
** საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებისთვის სამოსის გამოცვლასა და შენახვაში დახმარების აღმოჩენა;
** ექსკურსიებისა და სხვა კლასგარეშე აქტივობების დროს მოსწავლეების მეთვალყურეობა და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** მოსწავლეების საბუთების მოწესრიგება-კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში მშობლებთან ურთიერთობა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება მოსწავლეთა აკადემიური მდგომარეობის შესახებ;
** სემესტრის ბოლოს კოორდინატორის ინფორმირება გაწეული საქმიანობის შესახებ;
** კომპეტენციის ფარგლებში მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

კვალიფიკაცია:

** განათლება: ზოგადი განათლება
** გამოცდილება: სასურველია ზოგადი განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ცოდნა, უნარები, და სხვა შესაძლებლობები:

** ბავშვის უფლებათა კონვენცია;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა.
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office, Outlook

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალობა;
** კეთილგანწყობა;
** დაკვირვებულობა;
** ყურადღებიანობა;
** აკურატულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@europeanschool.ge 2019 წლის 31 ივლისამდე.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |