www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: მეტრომარტი
გამოქვეყნდა: 3 ივლისი / განცხადების ვადა: 30 ივლისი

ტექნიკის # 1 ჰიპერმარკეტი "მეტრომარტი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია "მეტრომარტი" არის ჰიპერმარკეტების ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში. კომპანია 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "მეტრომარტი"-ს მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.

ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული ენის ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება;
** მომხმარებლისთვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პასუხისმგებელ პირთან გადამისამართება;
** სოციალური ქსელის და საიტის მეშვეობით მომხმარებელთან წერილობითი კომუნიკაცია.

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველება;
** თავაზიანობა და კეთილგანწყობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** სამედიცინო დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@metromart.ge 2019 წლის 30 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |