www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: dvv international
გამოქვეყნდა: 3 ივლისი / განცხადების ვადა: 28 ივლისი

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია "DVV International" წარმოადგენს გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით ზრდასრულთა, მთელი სიცოცხლის მანძილზე არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.

"DVV International", დანიურ DRC-თან ("Danish Refugee Council" - "დანიის ლტოლვილთა საბჭო") ერთობლივად, ახორციელებს პროექტს. პროექტის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს ხონში, ხონის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დაარსება, აღჭურვა და მის ბაზაზე ყველა დაინტერესებული სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. მათ შორის შეთავაზებული იქნება: კომპიუტერული პროგრამების, უცხო ენების, პროფესიული მომზადებისა და მცირე მეწარმეობის წამახალისებელი კურსები. სპეციალური პროგრამა ახალგაზრდებისთვის, სხვადასხვა მიმართულების სპეციალური კონსულტაციები და მრავალი სხვა.

"DVV International - საქართველო" აცხადებს განცხადებების მიღებას ზრდასრულთა განათლების ცენტრში, შემდეგ ვაკანსიებზე:

1. ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი (სრული სამუშაო განაკვეთი)

ვალდებულებები:

** ზრდასრულთა განათლების ცენტრის ყოველდღიური მართვა;
** ცენტრის პერსონალის ხელმძღვანელობა, მოტივირება და მის განვითარებაზე ზრუნვა;
** "DVV International"-ის წარმომადგენლებისთვის ადგილზე ვიზიტების დროს მხარდაჭერის აღმოჩენა;
** სამოქმედო გეგმების შემუშავება;
** წარმომადგენლობითი ფუნქციების შეთავსება;
** ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
** ახალი პროექტების დაგეგმვა-განხორციელების უზრუნველყოფა;
** სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა საქმიანობის განხორციელება.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება;
** ძლიერი პიროვნებათშორისი ურთიერთობის და საკომუნიკაციო უნარები;
** პრობლემის გადაწყვეტისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი და ინიციატივიანობა, პასუხისმგებლობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ანგარიშების წერის უნარი;
** ფინანსური და ეკონომიკური ანალიზის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ დეტალური CV (მოკლე ავტობიოგრაფია) და სამოტივაციო წერილი (გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ხელფასის სასურველი ოდენობაც), შემდეგ მისამართზე: info@dvv-inernational.ge

2. საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი (სრული სამუშაო განაკვეთი)

ვალდებულებები:

** მასწავლებლებთან ერთად შეიმუშავოს და სისტემატურად დახვეწოს საგანმანათლებლო პროგრამები;
** მოახდინოს საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართული პერსონალის მუშაობის მუდმივი მონიტორინგი, რათა შეაფასოს კადრების მაღალკვალიფიციურობა;
** ხელი შეუწყოს ყველა თანამშრომლის პროფესიულ ზრდას;
** მოამზადოს შინაარსობრივი და სტატისტიკური ანგარიშები საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ;
** სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობით, მოახდინოს საკუთარი პროფესიული ზრდის დემონსტრირება.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება;
** ძლიერი პიროვნებათშორისი ურთიერთობის და საკომუნიკაციო უნარები;
** პრობლემის გადაწყვეტისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი და ინიციატივიანობა, პასუხისმგებლობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ანგარიშების წერის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ დეტალური CV (მოკლე ავტობიოგრაფია) და სამოტივაციო წერილი (გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ხელფასის სასურველი ოდენობაც), შემდეგ მისამართზე: info@dvv-inernational.ge

3. ახალგაზრდული პროგრამის კოორდინატორი (სრული სამუშაო განაკვეთი)

ვალდებულებები:

** სამოქმედო გეგმების შემუშავება;
** ახალგაზრდებისთვის არსებული საჭიროებების იდენტიფიკაცია;
** ახალგაზრდული პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა;
** ახალგაზრდული პროგრამების კოორდინაცია ზრდასრულთა განათლების ცენტრში;
** პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების მართვა;
** აქტივობების კოორდინირება "DVV International"-თან;
** "DVV International"-ის წარმომადგენლებისთვის ადგილზე ვიზიტების დროს მხარდაჭერის აღმოჩენა;
** სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა საქმიანობის განხორციელება.

კვალიფიკაცია:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელების გამოცდილება;
** ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება;
** ლიდერობის გამოკვეთილი უნარი;
** ძლიერი პიროვნებათშორისი ურთიერთობის და საკომუნიკაციო უნარები;
** პრობლემის გადაწყვეტისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი და ინიციატივიანობა, პასუხისმგებლობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ანგარიშების წერის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ დეტალური CV (მოკლე ავტობიოგრაფია) და სამოტივაციო წერილი (გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ხელფასის სასურველი ოდენობაც), შემდეგ მისამართზე: info@dvv-inernational.ge

4. ბუღალტერი (სრული ან ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო დღე)

ვალდებულებები:

** მონაწილეთა სიების კონტროლი;
** თვიური და წლიური დეკლარაციების ჩაბარება;
** საჭიროებისამებრ, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან ურთიერთობა;
** ნაღდი ფულის კონტროლი;
** საბანკო გადარიცხვების შესრულება;
** საქართველოს კანონმდებლობების შესაბამისად, გადასახადების გადახდა და ადმინისტრირება;
** საპენსიო სააგენტოში, საპენსიო შენატანების განხორციელება;
** დონორისთვის ფინანსური ანგარიშების წარმოდგენა, შესაბამის ფორმაში.

კვალიფიკაცია და სავალდებულო უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია არაკომერციულ ორგანიზაციაში);
** სასურველია, ორისში მუშაობის გამოცდილება;
** ექსელის საბაზისო ცოდნა;
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ფლობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სტრესულ გარემოში მუშაობის მზაობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემის გადაწყვეტისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი და ინიციატივიანობა, პასუხისმგებლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ დეტალური CV (მოკლე ავტობიოგრაფია) და სამოტივაციო წერილი (გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ხელფასის სასურველი ოდენობაც), შემდეგ მისამართზე: info@dvv-inernational.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |