www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ჭრელი აბანო
გამოქვეყნდა: 5 ივლისი / განცხადების ვადა: 4 აგვისტო

შპს "ჭრელი აბანო" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: მიმტანი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა, შეკვეთის მიღება და დროული გამასპინძლება სტანდარტების შესაბამისად;
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** სტუმრებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და მენუში არსებული პროდუქციის შეთავაზება;
** ანგარიშსწორების წარმოება;
** სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში ხელმძღვანელისათვის დროულად ინფორმაციის მიწოდება;
** ბარის ინვენტარის გაფრთხილება და შესაბამისი სტანდარტების დაცვა;
** ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანობა;
** შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კეთილსინდისიერება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაინტერესდით რომელიმე ზემოთ აღნიშნული პოზიციით და აკმაყოფილებთ შესაბამის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: contact@chreli-abano.ge და გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |