www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ანტარის ჯორჯია
გამოქვეყნდა: 5 ივლისი / განცხადების ვადა: 4 აგვისტო

"ანტარის ჯორჯია"(საკანცელარიო ნივთების მაღაზია) აცხადებს ვაკანსიას: კონსულტანტი.

მისამართი: დ. აღმაშენებლის 108/110
ბოლო ვადა: 15 ივლისი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ანაზღაურება: 400 ლარი (გამოსაცდელი ვადის წარმატებულად დასრულების შემდეგ ხელფასი გადაიხედება).

მოთხოვნები:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (მოლარის შემთხვევაში)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაუწიოს მომხმარებელს კონსულტაცია პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
** მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად მოახდინოს პროდუქტის პრეზენტაცია;
** მყიდველებს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
** გაუწიოს მომხმარებელს ეფექტური და თავაზიანი მომსახურება.
** იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქტებს სრულყოფილად.
** ორიენტირებული იყოს მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე.
** მაღაზიის ინტერიერისა და სისუფთავის კონტროლი;
** ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი მაღაზიაში;
** მაღაზიაში პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი;
** მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება.

პიროვნული მახასიათებლები:

** შრომისმოყვარე
** ორგანიზებული
** დისციპლინირებული
** კომუნიკაბელური და პრეზენტაბელური
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული
** პუნქტუალური
** გუნდური მუშაობის უნარი

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე adelina.mamedova@antaris.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |