www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი, ფინანსური ასისტენტი
მომწოდებელი: სქაიშოპ
გამოქვეყნდა: 5 ივლისი / განცხადების ვადა: 4 აგვისტო

კომპანია "სკაიშოპ" აცხადებს ვაკანსიებს:

1. ქოლ-ცენტრის ოპერატორი

ძირითადი ვალდებულებები:

** შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა;
** მომხმარებლისათვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
** ინფორმაციის დამუშავება და შესაბამის პროგრამაში შეყვანა;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** სასურველია ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციების მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა, გაწონასწორებულობა;
** კომუნიკაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია: სამუშაო განაკვეთი: სრული

2. ფინანსური ასისტენტი

ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** საქმიანობის ყოველდღიურ რეპორტინგში მონაწილეობის მიღება;
** შესაბამის დეპარტამენტებთან აქტიური თანამშრომლობა და ინფორმაციის დროულად მიღების და დამუშავების უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების კუთხით;
** აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია 1C მუშაობა
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პრობლემის დროულად იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამუშაოს შესრულების სისწრაფე, სიზუსტე, ყურადღება დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ხელზე მისაღები ხელფასი 600 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე skyshopgeorgiahr@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |