www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ლილი ვანილი
გამოქვეყნდა: 5 ივლისი / განცხადების ვადა: 23 ივლისი

"ლილი ვანილი" დაარსდა 2018 წელს, იგი წარმოადგენს ბრიტანული საკონდიტროს ქსელის ფრენჩაიზს საქართველოში და წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ჩვენი პროდუქცია მზადდება უმაღლესი ხარისხის სტანდარტებითა და მაღალკვალიფიციური შეფ კონდიტერის ზედამხეველობით. დამატებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს გვერდზე https://www.facebook.com/lilyvanilli.ge/

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს და ვაცხადებთ ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, აბაშიძის #20
დასაქმების ფორმა: 15 სამუშაო დღე თვეში, მონაცვლეობით (სრული სამუშაო დღე)
ანაზღაურება: 500-600 ლარი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** სამუშაოს სპეციფიკის ცოდნა (ცივი და ცხელი სამსელების მომზადება რეცეპტების მიხედვით)
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება (საჭროებისამებრ);
** პროდუქციის მარაგებისა და ვადის კონტროლი
** ცივი თუ ცხელი სასმელების მომზადება და მომსახურების გაწევა, როგორიცაა ყავა, ესპრესო, დაფქვილი ყავა, ჩაი ან სხვა.
** სამუშაო ადგილის და აღჭურვილობის დასუფთავება.
** მომსახურებისა თუ დასაჯდომი ადგილების დასუფთავება.
** საყინულეების, მაცივრებისა თუ გამათბობელი მოწყობილობების ტემპერატურის შემოწმება.
** კლიენტებისთვის მენიუს პუნქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ან პროდუქტზე რჩევის მიცემა.
** მარაგებისა ან საცალო პროდუქტების შეკვეთა, მიღება თუ შენახვა მენეჯერთან შეთანხმებით
** კლიენტებისთვის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, როგორიცაა ყავის დაფქვა ან მომზადების აღწერილობა საჭიროების შემთხვევაში.
** კლიენტების გადახდების მიღება და დამუშავება.
** მომზადებული საკვების მირთმევა კლიენტისთვის.
** კლიენტთა მომსახურების ადგილებზე ქაღალდის ნაწარმის ან სასმელის მოსამზადებელი ნივთების მიტანა-მომარაგება.
** კლიენტთა შეკვეთების მიღება და მათი გადაცემა თანამშრომლებისთვის.
ნაგვის გატანა.
** ყავის მარცვლების აწონვა, დაფქვა თუ შეფუთვა კლიენტებისთვის.
** შეხვევა, დაფასოება ან გასაყიდი ნივთებისთვის თარიღის დაწერა.
** აბრების გაკეთება მაღაზიის პროდუქტების ან მოვლენების რეკლამირებისათვის.
** საცალო აღჭურვილობის გამოყენების დემონსტრირება, მაგალითად, ესპრესოს აპარატის.
** მენიუს პუნქტების მომზადება და კლიენტებისთვის მირთმევა, როგორიცაა სენდვიჩები ან სალათები.
** პროდუქტის გამოფენა ან გადალაგება.
** ხილის, ბოსტნეულის, დესერტის ან ხორცის დაჭრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით (სასურველია)
** საკონდიტრო ბიზნესის სპეციფიკის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** ღია და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** ჩართულობა;
** კომუნიკაბელურობა

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს
** სტაბილურ სამსახურსა და კომპეტენტურ, მზარდ ანაზღაურებას

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tamar.sikharulidze@yahoo.com არა უგვიანეს 2019 წლის 23 ივლისისა. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, "ბარისტა", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |