www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მემონტაჟე
მომწოდებელი: ალუტექ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 5 ივლისი / განცხადების ვადა: 4 აგვისტო

ქართულ ბაზარზე, ალუმინისა და მეტალო პლასტმასის მწარმოებელი ლიდერი კომპანია "ალუტექ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ალუმინის და მეტალო პლასტმასის ვიტრაჟების, კარ-ფანჯრების, სლაიდ სისტემების, ფასად სისტემების და მწერებისგან დამცავი ბადეების მემონტაჟის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ვებ გვერდზე: http://www.alu.ge

მოვალეობები:

** დასამონტაჟებელი პროდუქციის მახასიათებლების კარგად ცოდნა
** პროდუქციის მონტაჟის სრულყოფილად შესრულება
** პროდუქციის სამონტაჟო ობიექტის კარგად შესწავლა
** საჭირო ხელსაწყოების და მასალების ობიექტზე გასვლამდე მომზადება
** სამუშაო ხელსაწყოების და ინსტრუმენტების გამართულ სუფთა მდგომარეობაში შენახვა
** პროდუქციის მანქანაზე დატვირთვა-გადმოტვირთვა, სართულებზე აზიდვა
** მონტაჟის პროცესის დროს უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვა
** საქმეთა მწარმოებლისთვის ყოველდღიური ანგარიშის ჩაბარება

მოთხოვნები

** სასურველია ტექნიკური განათლება
** სამუშაო იარაღების და ინსტრუმენტების მაღალ დონეზე ფლობა
** სიმაღლეზე(ასევე მაღალი კიბეებით) მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია მემონტაჟედ მუშაობის გამოცდილება(ალუმინის/რკინის კონსტრუქციების)

პირობები:

** სამსახურში აყვანა მოხდება გასაუბრების შედეგად
** ანაზღაურება - საშუალოზე მაღალი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@alu.ge და წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |