www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: Gumbati Apart Hotel
გამოქვეყნდა: 5 ივლისი / განცხადების ვადა: 3 აგვისტო

კომპანია "GumbaTi Apart Hotel" აცხადებს ვაკანსიებს:

1. სასტუმროს ადმინისტრატორი

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** სტუმრების მიღება-განთავსება;
** ჯავშნების განხორციელება;
** დოკუმენტაციის წარმოება;
** ელექტრონულ ფოსტაზე მოსულ წერილებზე დროული რეაგირება;
** სატელეფონო ზარების პასუხი და ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
** ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 21-დან 35 წლამდე;
** სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** საოფისე და კომპიუტერული მართვის პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

2. სასტუმროს დალაგება-დასუფთავების თანამშრომელი

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** ოთახების დალაგება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
** ოთახების თეთრეულის შეცვლა, პირსახოცებითა და სააბაზანოს ნივთებით შევსება;
** სართულის კორიდორების დალაგება;
** საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცის დალაგება;
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** სამუშაო ინვენტარით სარგებლობის დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 21-დან 50 წლამდე;
** სასტუმრო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

3. სასტუმროს მზარეული

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** მენიუში არსებული კერძების მომზადება
** კერძების ხარისხსა და ვიზუალზე ზრუნვა
** კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით
** სამუშაო სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
** სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამზარეულოს მწყობრში მოყვანა/ სამუშაო გარემოს სისუფთავეზე მუდმივი ზრუნვა
** პროდუქტების მარაგების კონტროლი, ვარგისიანობის შემოწმება და შეკვეთების განხორციელება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
** პრიორიტეტად ჩაითვლება სასტუმრო სფეროში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr.gumbatiaparthotel@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |