www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: უკვე
გამოქვეყნდა: 5 ივლისი / განცხადების ვადა: 4 აგვისტო

ენერგიული, კომუნიკაბელური, მოტივირებული, პასუხისმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული - თუ ეს სიტყვები შენს ხასიათს და პროფესიულ მიდგომებს შეესაბამება, მაშინ შენ სწორ ადგილას მოხვდი - შენ "უკვეს" გუნდს სჭირდები.

"უკვე" ეძებს მოტივირებულ მოლარე-ოპერატორს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება და ექნება საშუალება, რომ გამოავლინოს და გააუმჯობესოს საკუთარი პროფესიულ უნარ-ჩვევები.

სამუშაო განაკვეთი: თვეში 176 სამუშაო საათი (კვირაში ხუთი სამუშაო დღე, ორი - დასვენების)

ფუნქციები:

** პროგრამებთან და სალარო აპარატთან მუშაობა
** ონლაინ და Eat In შეკვეთების მიღება და დელეგირება
** მომხმარებელთან კომუნიკაცია
** ფინანსური მიზნების შესრულებაში ჩართულობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა
** ტექნოლოგიებთან ურთიერთობის უნარი
** მრავალი სამუშაოს ერთდროულად შესრულების უნარი

პიროვნული თვისებები:

** ოპერატიულობა
** თავაზიანობა
** ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა

ჩვენი კომპანიის გარემოში, თანაბრად ფასდება, როგორც პროფესიული გამოცდილება, ასევე კანდიდატის მიერ გამოვლენილი მოტივაცია სწავლისთვის და ახალი უნარების ასათვისებლად. ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი, მიუხედავად რანგისა, ასახავს კომპანიის ღირებულებებს თავისი მუშაობის თუ მომხმარებლის ურთიერთობის ეთიკით.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე info@ukve.ge

შეხვედრამდე!
"უკვე"-ს გუნდი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |